ჰორმონოთერაპიის ეფექტურობა ოსტეოპოროზის პროფილაქტიკასა და მკურნალობაში

24 მაი, 2022
ოსტეოპოროზი არის პროგრესული დაავადება, რომელიც იწვევს ძვლების დასუსტებას, რაც განაპირობებს მოტეხილობის განვითარებას. ოსტეოპოროზი არის ძვლის დეგრადაციას და ფორმირებას შორის ბალანსის დარღვევა. ქალებში, ესტროგენი ეხმარება ძვლებს მასის შენარჩუნებაში, მენოპაუზის შემდეგ ძვლების მასის დაკარგვა მკვეთრად ჩქარდება, რაც გამოწვეულია ჰორმონების შემცირებით. მსგავსად, მამაკაცებში, ტესტოსტერონის შემცირება ხელს უწყობს დაავადების განვითარებას. ახალი კვლევა ადასტურებს, ჰორმონალური თერაპია აუმჯობესებს ძვლების ჯანმრთელობას ქალებში, რომლებსაც აქვთ დაავადების მაღალი რისკი. კვლევის მიხედვით, მენოპაუზის პერიოდში ჰორმონოთერაპია აუმჯობესებს ძვლის მასას და სტრუქტურას, აქვს როგორც პრევენციული ისე სამკურნალო ეფექტი. ასევე მკურნალობის დამთავრების შემდეგ ძვლების ჯანმრთელობა ნარჩუნდება სულ მცირე 2 წელი .