იცოდით მარწყვის სასარგებლო თვისებების შესახებ?

24 მაი, 2022

მარწყვი ავსებს ორგანიზმის ვიტამინებისა და მინერალების მარაგს. შეიცავს კალიუმს, მაგნიუმს, ნატრიუმს, დიდი რაოდენობით C, E და B ჯგუფის ვიტამინებს, რკინას. მარწყვს აქვს ანთების საწინააღმდეგო და მიკრობების საწინააღმდეგო თვისებები, აქვეითებს შაქრის დონეს სისხლში, ამიტომ მას იყენებენ შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთა კვების რაციონში. მარწყვი არის ბუნებრივი შარდმდენი საშუალება და დადებითად მოქმედებს ღვიძლზე. მარწყვი აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას და წნევას.