კისრის ტკივილის აღქმა 1.38 -ჯერ უფრო მაღალია ქალებში მამაკაცებთან შედარებით

24 მაი, 2022
ჩიკაგოს ტკივილის კონტროლის ცენტრის ბოლო კვლევებით დადასტურდა, რომ კისრის მიდამოს მალთაშუა დისკების დეგენერაციის შედეგად გამოწვეული ტკივილი უფრო მეტად აღიქმება ქალებში ვიდრე მამაკაცებში. კისრის ტკივილის აღქმა 1.38 -ჯერ უფრო მაღალია ქალებში მამაკაცებთან შედარებით. ტკივილის აღქმის სხვაობა გამოწვეულია ჰორმონალური ფაქტორებით.