კლასტერული თავის ტკივილის მკურნალობის არსებული მეთოდები და სამომავლო პერსპექტივა

24 მაი, 2022
   კლასტერულ თავის ტკივილს ახასიათებს პერიოდული შეტევები, უფრო ღამის საათებში, ძლიერი თავის ტკივილის ეპიზოდები. ამ ეტაპზე არ არსებობს კლასტერული თავის ტკივილისგან განკურნება, მკურნალობის მიზანი არის ტკივილის შემცირება, თავის ტკივილის პერიოდების შემცირება და შეტევების პრევენცია. მწვავე პერიოდში, თავის ტკივილის დროს ტკივილის შემცირებისთვის გამოიყენება: 100 % ჟანგბადის ინჰალაცია ნიღბით, სუმატრიპტინი, ზოლმიტრიპტანი, ოქტეოტიდი, ლიდოკაინი, დიჰიდროერგოტამინი.

   კლასტერული თავის ტკივილის პრევენციისთვის გამოიყენება: ვერაპამილი, კორტიკოსტეროიდები, ლითიუმის კარბონატი.

   კლასტერული თავის ტკივილის მკურნალობის მომავალი

   მიმდინარეობს კვლევა შემდეგ პოტენციურ მკურნალობის მეთოდებზე: კეფის ნერვის სტიმულაცია – ამ დროს ხდება ქირურგის მიერ მცირე ზომის ელექტროდის იმპლანტაცია თავის უკანა მხარეს, რომელიც დაკავშირებულია სპეციალურ გენერატორთან. ელექტროდებით მოსული იმპულსები, ასტიმულირებს კეფის ნერვს, რაც იწვევს ტკივილის სიგნალების დაბლოკვას.

   ტვინის ღრმა ელექტროსტიმულაცია – ამ დროს ხდება ელექტროდის იმპლანტაცია ჰიპოთალამუსში, ელექტროდი უკავშირდება გენერატორს, რომელიც ცვლის ტვინის ელექტრულ იმპულსებს და ამცირებს ტკივილს.