კლიმაქტერული პერიოდი მამაკაცებში

24 მაი, 2022
   45-60 წლის ასაკში ვითარდება (მამაკაცის კლიმაქსი ნაადრევია, თუ ვითარდება 45 წლამდე ხოლო გვიანია, თუ იწყება 60 წლის შემდეგ) სასქესო ჯირკვლების ასაკობრივი ცვლილებები, კლიმაქსის დროს სასქესო ჯირკვლების ფუნქციათა თანდათანობით შესუსტება-გაქრობა აღინიშნება. ქვეითდება მათი ძირითადი ფუნქცია -მამაკაცის სასქესო ჰორმონების (ანდროგენების) გამომუშავება. ტესტოსტერონისადმი და ტესტიკულებში დეგენერაციული ცვლილებები ვითარდება.

 

   მამაკაცმა კლიმაქტერული პერიოდი შესაძლებელია მშვიდად, ყოველგვარი სირთულეების გარეშე გადაიტანოს. ზოგ შემთხვევაში, კლიმაქსი საკმაოდ შემაწუხებელი სიმპტომებითა და გართულებებით ხასიათდება: წამოწითლება და სიცხის შეგრძნება (ალები), ჭარბი ოფლიანობა, არტერიული წნევის არამდგრადობა, შრომისუნარიანობის დაქვეითება, უძილობა, შიშები და დეპრესია. სქესობრივი ლტოლვის დაქვეითება, გარდა ამისა კლიმაქსმა შეიძლება გამოიწვიოს ან დაამძიმოს გულის იშემიური დაავადება, ათეროსკლეროზი, შაქრიანი დიაბეტი. ხშირად, მამაკაცის კლიმაქსს თან ერთვის შარდ-სასქესო სისტემის დარღვევები. მამაკაცის კლიმაქსი, ძირითადად, 2-დან 5 წლამდე გრძელდება; აღნიშნული დროის გავლის შემდეგ, ზოგადი მდგომარეობა საგრძნობლად უმჯობესდება – ჩივილები თანდათანობით ქრება.