მრავლობითი სკლეროზი

24 მაი, 2022

   მრავლობითი სკლეროზი არის ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადება, ამ დროს საკუთარი იმუნური სისტემა აზიანებს ნერვული ბოჭკოების ირგვლივ არსებულ მფარავ გარსს – მიელინს, რაც იწვევს კომუნიკაციის დარღვევას ტვინს და სხეულის სხვა ნაწილებს შორის.

   მრავლობითი სკლეროზის გამომწვევი მიზეზი უცნობია, სავარაუდოდ აუტოიმუნური დაავადებაა.

   მრავლობითი სკლეროზის ნიშნები და სიმპტომები არის სხვადასხვა და დამოკიდებულია დაზიანების ლოკალიზაციაზე:

• დაბუჟება ან სისუსტე ერთ ან მეტ კიდურში.
• ნაწილობრივი ან სრული დაკარგვა მხედველობის, ჩვეულებრივ ერთ თვალში, ხშირად ახლავს ტკივილი თვალის მოძრაობის დროს, გაორება.
• ჩხვლეტის ან ტკივილის შეგრძნება სხეულის სხვადასხვა ნაწილში.
• კანკალი, კორდინაციის დარღვევა, თავბრუსხვევა.
• მეტყველების დარღვევა.
• ნაწლავთან ან შარდის ბუშტის მოქმედებასთან დაკავშირებული პრობლემები.

   მრავლობითი სკლეროზი 2-ჯერ უფრო ხშირია ქალებში, ვიდრე მამაკაცებში. მრავლობითი სკლეროზის განვითარების რისკი მაღალია, ადამიანებში, რომლებსაც აქვთ ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, I ტიპის დიაბეტი, ნაწლავის ანთებითი დაავადებები.