ნაღვლ-კენჭოვანი დაავადება

24 მაი, 2022
   ნაღვლის ბუშტში განვითარებული კენჭი არის საჭმლის მომნელებელი სითხისგან წარმოქმნილი. დაავადება შეიძლება გარკვეული პერიოდი მიმდინარეობდეს უსიმპტომოდ. სადინარში გაჭედვის შემთხვევაში ვითარდება სიმპტომები: უეცარი და ძლიერი ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში, ირადიაციით ზურგის არეში, მარცხენა მხარში, გულისრევა ან ღებინება. ტკივილი შეიძლება გაგრძელდეს რამოდენიმე წუთიდან რამდენიმე საათმდე.

   ზუსტი მიზეზი რა იწვევს კენჭის განვითარებას ნაღვლის ბუშტში გარკვეული არ არის. ექიმები ფიქრობენ, ეს შეიძლება განპირობებული იყოს ნაღვლის წვენში ქოლესტეროლის ან ბილირუბინის მაღალი კონცენტრაციით. ბილირუბინი წარმოიქმნება ერითროციტების დაშლის შედეგად. ზოგიერთი პათოლოგიის დროს, მაგალითად: ღვიძლის ციროზის დროს ღვიძლი ახდენს ბილიბუნის დიდი რაოდენობით წარმოქმნას. არ ხდება ნაღვლის ბუშტის ბოლომდე დაცლა.

   ნაღვლ-კენჭოვანი დაავადების რისკ-ფაქტორები: ქალბატონები, 40 ან მეტი ასაკის, სიმსუქნე, ცხოვრების მჯდომარე წესი, ორსულობა, ცხიმებით მდიდარი საკვები, ოჯახური ანამნეზი, წონაში სწრაფი დაკლება, ორალური კონტრაცეპტივები, ღვიძლის დაავადებები.

   დიაგნოსტიკა: მუცლის ღრუს ექოსკოპია, საჭიროების შემთხვევაში მუცლის ღრუს კომპიუტერული ტომოგრაფია ან მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევა.

   მკურნალობა: თუ არ არის სიმპოტომები არ საჭიროებს მკურნალობას, სიმპტომების გაჩენის შემთხვევაში ქირურგიული ოპერაცია – ქოლეცისტექტომია.

http://www.mayoclinic.org/diseases-conditions