ოვულაცია

24 მაი, 2022

რა არის ოვულაცია – მომწიფებული, განაყოფიერებისთვის მზად მყოფი კვერცხუჯრედის გამოსვლაა ფოლიკულიდან.
ყოველი მენსტრუალური ციკლისას ერთიდან სამამდე კვერცხუჯრედი მწიფდება.
ყველაზე მომწიფებელი კვერცხუჯრედი თავსდება საშვილოსნოს ფალოპის მილში და ცოცხლობს 12-48 საათს. თუ გზაზე მას შეხვდა სპერმატოზოიდი და მოხდა განაყოფიერება, განაყოფიერებული კვერცხუჯრედი იწყებს დაყოფას, რჩება კიდევ 4-5 დღეს მილში შემდეგ ნელ-ნელა გადაადგილდება საშვილოსნოსკენ და მიემაგრება მის კედელს ანუ ხდება მისი იმპლანტაცია- იწყება ორსულობა.
რა ხდება გაუნაყოფიერებლობის დროს? კვერცხუჯრედი საშვილოსნოში ასრულებს თავის მოგზაურობას და იშლება, საშვილოსნოს ლორწოვანთან ერთად ჩამოიფცქვნება და გამოიყოფა ე.წ. მენსტრუალური სისხლდენის სახით.
როდის დგება ქალის ორგანიზმში ოვულაციის პროცესი ?
რეგულარული 28 დღიანი მენსტრუალური ციკლის შემთხვევაში მენსტრუაციის 13-14 დღეს.