ქაცვი

24 მაი, 2022

ქაცვი- მრავალმხრივ სასარგებლო მცენარეა. შეიცავს C და E ვიტამინებს, ფოლიუმმჟავას, კაროტინოიდებს, ცხიმოვან მჟავებსა და ფლავონოიდებს. შეიცავს უამრავ სასარგებლო მიკროელემენტებს და ვიტამინებს B1, B2, K, C, A, E -ს.
ქაცვის ზეთს აქვს ბაქტერიციდული, ანთების საწინააღმდეგო ეფექტი. იყენებენ ჭრილობების, ტროფიკული წყლულების, ნაწოლების, დაჩირქებული ჭრილობების, გინეკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ. აგრეთვე გულ-სისხლძარღვთა დაავადების, ღვიძლისა და კუჭის წყლულოვანი დაავადებების სამკურნალოდ. ქაცვი გამოიყენება კოსმეტიკაში. იგი არბილებს კანს, ანიჭებს ელასტიკურობას და დანაოჭებისგან იცავს.