ქრონიკული დაღლილობის სინდრომი

24 მაი, 2022
   ქრონიკული დაღლილობის სინდრომით 5-დან 4 პაციენტი ქალია, ძირითადად 25-დან 50 წლამდე ასაკის. ქრონიკული დაღლილობის სინდრომს უწოდებენ მდგომარეობას, რომელიც ძლიერი დაღლილობით ხასიათდება და რომელსაც რაიმე კონკრეტული მიზეზი არ გააჩნია. ქრონიკული დაღლილობის სინდრომის ძირითადი გამოვლინება ძლიერი დაღლილობის შეგრძნებაა. თუმცა ეს ერთადერთი სიმპტომი არ არის და მას, როგორც წესი, თან ახლავს:

• მეხსიერებისა და ყურადღების კონცენტრირების უნარის დაქვეითება
• ყელის ტკივილი
• გადიდებული ლიმფური კვანძები კისრის და იღლიის არეში
• ტკივილი კუნთებში
• მფრინავი ტკივილი სახსრებში შეშუპებისა და სიწითლის გარეშე
• თავის ტკივილი, რომელიც სხვადასხვა ხასიათის და ინტენსივობისაა
• დაღლილობა, რომელიც გამოძინების შემდეგ არ იხსნება
• დაძაბული ფიზიკური ან გონებრივი დატვირთვის შემდეგ ძლიერი გამოფიტულობის შეგრძნება, რომელიც 24 საათზე მეტ ხანს გრძელდება.