რა არის ბრონქული ასთმა და რა იწვევს შეტევების პროვოცირებას?

24 მაი, 2022
ბრონქული ასთმა ქრონიკული დაავადებაა, რომელიც დაკავშირებულია სასუნთქი გზების ობსტრუქციასთან (შევიწროება) და ანთებითი პროცესის განვითარებასთან. ბრონქული ასთმისთვის დამახასიათებელია მსტვინავი სუნთქვა, სუნთქვის გაძნელება, შეტევითი ხასიათის ხველა, გულმკერდის არეში შებოჭილობის შეგრძნება ან ტკივილი. აღნიშნული ჩივილები უფრო ხშირად ღამით ან გამთენიისას ვითარდება. მაპროვოცირებელი ფაქტორებია:

  • რესპირატორული ვირუსული ინფექცია
  • ალერგენები, როგორიცაა: ოთახის მტვერი, თამბაქო, გამონაბოლქვი, საკვები, მცენარეების ყვავილობის პერიოდი
  • ასთმის გამწვავება შესაძლებელია ფიზიკური ვარჯიშის დროს
  • ასევე შეიძლება უფრო მეტად გამწვავდეს ცივი და მშრალი ჰაერის შესუნთქვისას
  • პირებს, რომლებსაც სამსახურეობრივად უწევთ მუშაობა ქიმიურ აირებთან, სამეწარმეო მტვერთან, ხშირად უვითარდებათ ასთმის შეტევები
  • გასტროეზოფაგალური რეფლუქსი და ძლიერი ემოციური სტრესი ასევე იწვევს ასთმის შეტევის პროვოცირებას
  • მედიკამენტები: ბეტა ბლოკერები, ასპირინი, იბუპროფენი, ნაპროქსენი