რა არის ფიზიოლოგიური მშობიარობა ?

24 მაი, 2022

ნაყოფის დროული,ბუნებრივი სამშობიარო გზებით დაბადებაა და მოიცავს 3 ეტაპს.
. საშვილოსნოს ყელის სრული გახსნა
. ნაყოფის დაბადება
. პლაცენტის გამოძევება.
პირველი პერიოდი ყველაზე ხანგრძლი პერიოდია, რომელიც შეიძლება 8-10 სთ გაგრძელდეს. მიმდინარეობს საშვილოსნოს კუნთების რითმული შეკუმშვით, რომელსაც თან ახლავს ტკივილი მუცლის ქვედა არეში და წელის მიდამოში. სრულდება საშვლოსნოს ყელის გახსნით, რომლის შემდეგაც იწყება მეორე ეტაპი –ჭინთვა. საშვილოსნოს შეკუმშვას ემატება მენჯისა და მუცლის კუნთების შეკუმშვა და ხდება ნაყოფის გამოძევება – დაბადება და ბოლოს დგება მესამე ფინალური ეტაპი, რომელიც 5-10 წუთი გრძელდება. საშვილოსნო კვლავ იწყებს სუსტად შეკუმშვას, პლაცენტა და სანაყოფე გარსისი ცილდება საშვილოსნოს ღრუს და გამოძევდება. პლაცენტის გამოდევნის შემდეგ თქვენი საშვილოსნო ძლიერად შეიკუმშება და გამაგრდება.