რა არის მშრალი თვალის სინდრომი და როგორ შევამციროთ სიმპტომები

24 მაი, 2022
მშრალი თვალის სინდრომი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. ახასიათებს თვალების სიმშრალე, სიწითლე, წვის შეგრძნება, თვალებში უცხო სხეულის შეგრძნება, მხედველობის გაუარესება.

 

მშრალი თვალის სინდრომი ვითარდება კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობის დროს, სისტემური დაავადებების დროს, კონტაქტური ლინზების გამოყენებისას, ზოგიერთი მედიკამენტის მიღებისას, თვალზე ქირურგიული ჩარევების დროს.

რეკომენდებულია:

  • რქოვანას დამატენიანებელი საშუალებების რეგულარული გამოყენება
  • კომპიუტერთან მუშაობის ყოველი 2 საათის შემდგომ 15 წუთით
  • დასვენება
  • რეკომენდებულია კომპიუტერთან მუშაობის დროს გამოიყენოთ დამცავი სათვალე
  • ჩივილების გაუარესების შემთხვევაში აუცილებელია ოფთალმოლოგის კონსულტაცია