რა იწვევს Hallux Valgus-ს და როგორ შევამციროთ ჩივილები?

24 მაი, 2022
 Hallux Valgus-არის ცერა თითის ლატერალური გადახრა პირველი მეტატარზალური ძვლის მიმართ. პაციენტები ხშირად მიმართავენ ექიმს მეორადი პრობლემებით, როგორიც არის ჩაქუჩისებური თითი ან ტკივილი. ძირითადი მიზეზებია:

  • ვიწრო, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი
  • მემკვიდრული ფაქტორი (უპირატესად ქალებში)
  • რევმატოიდული ართრიტი და სხვა ანთებითი ართროპათიები.

სიმპტომებს ამსუბუქებს:

  • შესაბამისი ზომის ფეხსაცმელი
  • ორთოპედიული მოწყობილობები
  • ფეხსაცმლის გაწევა ( ბურთის ფორმის გამწევი, რომელიც ლოკალურად აფართოებს ზუსტად ფეხსაცმლის შესაბამის ნაწილს)
  • უეფექტობის შემთხვევაში საჭიროა ქირურგიული ჩარევა