რა იწვევს სახსრების ტკივილს – ართრალგიას?

24 მაი, 2022

   ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ტკივილი, რაც ადამიანების უმრავლესობას აწუხებს და მათ ცხოვრების ხარისხს აუარესებს არის სახსრების ტკივილი. სახსრების ტკივილი შეიძლება გამოიწვიოს სახსრის დაზიანებამ, ინფექციამ, ანთებამ. შეიძლება იყოს ერთი სახსრის ტკივილი ან ერთზე მეტი – მრავალსახსროვანი.

   იზოლირებულად ერთი სახსრისატკივილი ჩვეულებრივ გვხვდება მუხლის ან მხრის არეში. სახსრის ანთების დროს სახსარი არის ცხელი, შეშუპებული, გაწითლებული, ახასიათებს ტკივილი და დაჭიმულობა ხანგრძლივი უმოძრაობის შემდეგ, ასევე დილის დაჭიმულობა.

   სახსრის მექანიკური დეგენერაციის დროს, ტკივილი აღინიშნება მოძრაობის დროს და მცირდება მოსვენებულ მდგომარეობაში, არ ახასიათებს შეშუპება, სიწითლე, გაცხელება.
მრავალსახსროვან ტკივილს ყველაზე ხშირად იწვევს: ოსტეართრიტი, ფიბრომიალგია, რევმატოიდული ართრიტი, რეაქტიული არტრიტი, ფსორიაზული ართრიტი, მგლურა, ნიკრის ქარი.