როგორ ავიცილოთ თავიდან სეზონური ალერგია?

24 მაი, 2022
გაზაფხულზე ყველაზე ხშირია სეზონური ალერგიის განვითარება, მცენარეების ყვავილობის პერიოდში. სეზონური ალერგიისთვის დამახასიათებელია ცემინება, ცხვირიდან ჩამონადენი, ცრემლდენა, ქავილი.

  • გაზაფხულზე მცენარეების ყვავილობის დროს, მცენარის მტვრის კონცენტრაცია ჰაერში ყველაზე მაღალია დილის 5 საათიდან 10 საათამდე, სასურველია ამ დროს ქუჩაში სიარულისგან თავის შეკავება.
  • ქარიან ამინდში რეკომენდებულია პირბადით სიარული.
  • რეკომენდებულია სათვალის ტარება, მტვრისგან თავის დასაცავად.
  • ხშირად დაალაგეთ სახლი სველი წესით, თეთრეული ხშირად გამოცვალეთ.
  • შენობაში შესვლისას დაიბანეთ ხელ-პირი მტვრის მოსაცილებლად, ასევე რეკომენდებულია ძილის წინ თავის დაბანა.