როგორ დავიბანოთ ხელები და რით გავიმშრალოთ?

24 მაი, 2022

ვირუსების და სხვადასხვა ბაქტერიების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდებულია ხელების ხშირი დაბანა.

  • აუცილებელია ხელების საპნით და თბილი წყლით დაბანა.
  • თბილი წყალი უფრო კარგად აშორებს საპონს ხელიდან.
  • ხელის დაბანის პროცესი უნდა მოიცავდეს 20 წამს.
  • საპნის არქონის შემთხვევაში რეკომენდებულია 60% ალკოჰილის შემცეველი სითხის ან ხელსახოცის გამოყენება.
  • რესტორნებში და სწრაფი კვების ობიექტებში ხშირად დამონტაჟებულია ხელის საშრობი აპარატები, რომლებიც ვერ უზრუნველყოფენ ხელიდან წყლის სრულ მოშორებას, რაც უფრო მეტად იწვევს ბაქტერიების გამრავლებას.
  • კვლევებით მოწოდებულია პირსახოცის ან ხელის საწმენდი ხელსახოცების გამოყენება, რომელიც ხელის კანს კარგად აშრობს და მცირდება ბაქტერიების გამრავლება.