როგორ მოვუაროთ შეღებილ თმას?

24 მაი, 2022
შეღებილ თმას განსაკუთრებული მოვლა სჭირდება, რათა არ მოხდეს თმის სტრუქტურის დაზიანება.

  • არ არის რეკომენდებული შეღებვის შემდეგ, მინიმუმ 24 საათი თავის შამპუნით დაბანა.
  • გამოიყენეთ შეღებილი თმისთვის განკუთვნილი შამპუნი და კონდიციონერი, რადგან მათი უმრავლესობა ფერის შემანარჩუნებელ კომპონენტებს შეიცავს.
  • წყალი იწვევს საღებავის ფერის შეცვლას, ამიტომ ცურვის დროს დაიხურეთ მჭიდრო საცურაო ქუდი.
  • ერიდეთ ქლორირებულ წყალში თმის დასველებას.
  • შეღებილ თმას მეტი დატენიანება სჭირდება. ყოველი დაბანის შემდეგ აუცილებლად დაიტანეთ ბალზამი.
  • შეღებილ თმას გაფრთხილება სჭირდება, რადგან უფრო მტვრევადი და მშრალია. არ არის რეკომენდირებული შეღებილი თმის ხშირი გასწორება ფენით ან დახვევა თერმოხელსაწყოთი.