როგორ შევამციროთ ჩივილები მოუსვენარი ფეხების სინდრომის დროს?

24 მაი, 2022
როგორ შევამციროთ ჩივილები მოუსვენარი ფეხების სინდრომის დროს?

 

მოუსვენარი ფეხების სინდრომი ნევროლოგიური დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს დისკომფორტი, წვა, სიმხურვალე, ქავილი ქვემო კიდურებში, რის გამოც პაციენტს სურს მუდმივად ამოძრაოს ქვემო კიდურები. სიმპტომები იწყება საღამოს, ასევე ვითარდება ძილის დროს და მოსვენებულ მდგომარეობაში. უფრო ხშირია ქალებში მამაკაცებთან შედარებით. რეკომენდებულია:

  • საღამოს შხაპის მიღება თბილი წყლით. ქვემო კიდურების მასაჟი, რომელიც ხელს შეუწყობს კუნთების მოდუნებას.
  • გაიკეთეთ ცხელი და ცივი წყლის აბაზანების მონაცვლეობა, რომელიც შეამცირებას ჩივილებს.
  • რეკომენდებულია ყოველდღიურად ძილის წინ ვარჯიში, უპირატესობა ენიჭება იოგას.
  • დაძაბული სამუშაო გრაფიკი და დაღლილობა აძლიერებს ჩივილებს. აუცილებელია მოიწყოთ მყუდრო საძინებელი, თქვენთვის კომფორტული საწოლი.
  • საკვებ რაციონში შეამცირეთ კოფეინის შემცველი პროდუქტბის მიღება.