საშვილოსნოს ყელის სტენოზი

24 მაი, 2022
საშვილოსნოს ყელის სტენოზი შესაძლოა იყოს თანდაყოლილი ან შეძენილი დაავადება. საშვილოსნოს ყელის შეძენილი სტენოზის მიზეზებია: ქირურგიული ჩარევა, მენოპაუზა, ინფექცია, სიმსივნე, რადიაციული თერაპია.

 

საშვილოსნოს ყელის სტენოზი შესაძლოა იყოს სრული ან ნაწილობრივი.

  • სიმპტომები: ამენორეა, დისმენორეა, უშვილობა.
  • დიაგნოსტიკა ხორციელდება დეტალური ანამნეზის შეკრებით, ფიზიკალური გასინჯვით, მცირე მენჯის ულტრასონოგრაფიით.
  • მკურნალობა: სიმპტომურია, თუმცა შესაძლოა საჭირო გახდეს მანიპულაციური ჩარევა საშვილოსნოს ყელის დილატაციისთვის.