შეკრულობა (ყაბზობა) ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადება

24 მაი, 2022
შეკრულობა (ყაბზობა) ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, რომელიც ხშირად გამოწვეულია არაჯანსაღი ცხოვრების წესით. ჯეო ჰოსპიტალსი გირჩევთ:

  • მიირთვათ ჯანსაღი საკვები, ბოსტნეული, ბოჭკოვანით მდიდარი საკვები.
  • აუცილებელია სითხის დიდი რაოდენობით მიღება, რომელიც ხელს უწყობს კუჭის მოქმედების რეგულირებას.
  • აუცილებელია ვარჯიში, რომელიც ხელს უწყობს მეტაბოლოზმის დარეგულირებას. ხანგრძლივი წოლა და დაბალი ფიზიკური აქტივობა აძლიერებს შეკრულობას.
  • არ მოერიდოთ საჯარო სველ წერტილებს, ხშირად და ხანგრძლევად კუჭის მოქმედებისგან თავის შეკავება კიდევ უფრო აძლიერებს შეკრულობას.
  • შეკრულობას ასევე აძლიერებს ზოგიერთი ჯგუფის მედიკამენტი.
  • პაციენტთა გარკვეულ კატეგორიაში შეკრულობას აძლიერებს რძე და რძის პროდუქტები.
  • იმ შემთხვევაში, როცა პაციენტი იღებს სითხეებს დიდი რაოდენობით, ბოჭკოვანით მდიდარ საკვებს, ვარჯიშობს, მაგრამ კვლავ რჩება შეკრულობა, აუცილებელია ექიმის კონსულტაცია.