სიცხე ბავშვებში

24 მაი, 2022

რეკომენდებულია თუ არა ცხელების დროს ბავშვის თბილად ჩაცმა.

ცხელება არის ორგანიზმის დაცვითი რეაქცია და ვითარდება უმეტესად ინფექციური და ანთებითი დაავადებების დროს.

პედიატრები გვირჩევენ სიცხის დროს ბავშვს არ ჩააცვათ თბილად, პირიქით, გააგრილეთ, რათა სხეულმა უფრო იოლად გასცეს სითბო და ტემპერატურამ დაიკლოს. ამისთვის ბავშვი შეიძლება თბილი წყლით დაზილოთ, შეამშრალოთ და გრილად ჩააცვათ.