სტაფილო, A ვიტამინის ბუნებრივი წყაროა

24 მაი, 2022

სტაფილო, A ვიტამინის ბუნებრივი წყაროა. ის დიდი რაოდენობით შეიცავს კაროტინს, რომელიც ორგანიზმში ჟანგვითი პროსის შედეგად A ვიტამინად გადაიქცევა.

ვიტამნ A ხელს უწყობს: ნორმალურ ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას, აძლიერებს ორგანიზმის დამცავ ფუნქციებს.

რა ასაკიდან ჩავრთოთ სტაფილო ბავშვის რაციონში?

სტაფილო ბავშვის რაციონში შეიძლება 5-6 თვის ასაკიდან ჩავრთოთ მოხარშული სტაფილო – პიურეს სახით და ახლად გაწურული სტაფილო – წვენის სახით.

რადგან კაროტინს ორგანიზმი მხოლოდ ცხიმთან ერთად ითვისებს. სტაფილო უფრო მეტ სასარგებლო თვისებებს შეიძენს თუ მას რამდენიმე წვეთ ზეითუნის ზეთში ან დედის რძეში გავაზავებთ . დავიწყოთ ერთი ჩაის კოვზით რამდენიმე დღეში ულუფა უნდა გავზარდოთ.