თამბაქო და მისი მავნებლობა

24 მაი, 2022

თამბაქო 7 000-ზე მეტ ქიმიურ ნივთიერებას შეიცავს. მასში შემავალი ნიკოტინი ისეთივე ნივთიერებაა, როგორიცაა კოკაინი და ჰეროინი. სწორედ ის იწვევს ადამიანის დამოკიდებულებას თამბაქოზე.
წვისას წარმოქმნილი ძირითადი და გვერდითი კვამლი უარყოფითად მოქმედებს, როგორც მწეველზე ასევე ირგვლივ მყოფ ადამიანებზე. ისინი ხდებიან პასიური მწეველები და თამბაქოს კვამლი ბევრად მავნებელია მათვის. იწვევს სისხლძარღვოვან ცვლილებებს და სასუნთქი გზების დაავადებებს.
დადასტურებულია ,რომ ყოველწლიურად თამბაქოს უშუალო მოხმარებით 5 მილიონზე მეტი და მეორადი კვამლის ზეგავლენით 600 000–ზე მეტი ადამიანი იღუპება. სიგარეტისთვის თავის დანებებიდან ერთი წლის შემდეგ დაავადებების რისკი მცირდება.