უძილობა

24 მაი, 2022
უძილობა არის ხანგრძლივი დარღვევა, რომელიც ძილის საშუალებისდა მიუხედავად შეუძლებელს ხდის დაძინებას ან ჩაძინების შემდეგ ძილს. უძილობის დროს თქვენ გამოუძინებელი იღვიძებთ, რაც ირეკლება თქვენს საქმიანობაზე დღის განმავლობაში. უძილობამ შეიძლება იმოქმედოს როგორც თქვენს განწყობაზე და ენერგიის დონეზე, აგრეთვე თქვენს ჯანმრთელობაზე, შრომისუნარიანობაზე და ცხოვრების ხარისხზე.

 

როდის მივმართოთ ექიმს:

თუ უძილობა ხელს გიშლით ყოველდღიურ საქმიანობაში, მიმართეთ ექიმს, რათა გაიგოთ უძილობის გამომწვევი მიზეზი და მისი მკურნალობის მეთოდები. თუ თქვენი ექიმი ეჭვს მიიტანს ძილის აშლილობაზე, მან შეიძლება ძილის ცენტრში ან სპეციალურ ანალიზზე გაგიშვათ.

უძილობის ხშირი სიმპტომებია:

  • სტრესი. ძილის წინ შფოთვა სამსახურზე, სკოლაზე, ჯანმრთელობაზე ან ოჯახზე შეუძლია გააძნელოს ჩაძინება.
  • შფოთვა. როგორც ყოველდღიურ შფოთვას, ასევე შფოთვის უფრო სერიოზულ აშლილობებს, ასევე, ჩაძინებაზე შფოთვას შეუძლია გააძნელოს ჩაძინება.
  • დეპრესია. დეპრესიის დროს შეიძლება ზედმეტი გეძინოთ ან ვერ იძინებდეთ. უძილობა სხვა მენტალური აშლილობების დროსაც ვლინდება.
  • სამედიცინო მდგომარეობები. თუ თქვენ გაქვთ ქრონიკული ტკივილი, სუნთქვის გაძნელება ან ხშირი შარდვა, თქვენ შეიძლება განგივითარდეთ უძილობა. დაავადებები, რომლებიც დაკავშირებულია უძილობასთან: ართრიტი, სიმსივნე, გულის უკმარისობა, ფილტვების დაავადება, გასტროეზოფაგეალური რეფლუქსის სინდრომი, ზეაქტიური ფარისებრი ჯირკვალი, ინსულტი, პარკინსონის დაავადება და ალცჰეიმერის დაავადება.
  • გარემოს და სამსახურის გრაფიკის შეცვლა. მოგზაურობას და მორიგეობას შეუძლია დაარღვიოს ორგანიზმის ცირკადული რითმი და გააძნელოს ჩაძინება.
  • ძილის მავნე ჩვევები. ძილის მავნე ჩვევები მოიცავს არერეგულარულ ძილის განრიგს, მასტიმულირებელ აქტივობებს ძილის წინ, არაკომფორტულ ძილის გარემოს და ლოგინის ძილისა და სექსის გარდა სხვა მიზნით გამოყენებას.
  • მედიკამენტები. ბევრ წამალს შეუძლია ზეგავლენა იქონიოს ძილზე. მათ შორისაა ზოგიერთი ანტიდეპრესანტი, გულის და წნევის წამლები, ალერგიის წამლები, სტიმულანტები და კორტიკოსტეროიდები. ბევრი ურეცეპტო წამალი, მაგალითად ტკივილგამაყუჩებლები, ცხვირში გამხსნელები და წონაში დასაკლები პროდუქტები, შეიცავს კოფეინს და სხვა სტიმულანტებს.
  • კოფეინი, ნიკოტინი და ალკოჰოლი. ყავა, ჩაი, კოკა-კოლა და სხვა კოფეინის შემცვლელი სასმელები ცნობილი სტიმულანტებია.
  • გვიან საღამოს ჭარბი კვება. ძილის წინ წახემსება არ არის პრობლემა, თუმცა ძალიან ბევრის ჭამას შეუძლია დისკომფორტი შეგიქმნათ დაწოლისას და ხელი შეუშალოს ძილს. ბევრ ადამიანს აგრეთვე აქვს გულძმარვა და კუჭიდან მჟავისა და საკვების საყლაპავში გადასვლა, რაც აგრეთვე ხელს უშლის ჩაძინებას.