უნაყოფობა მამაკაცებში

24 მაი, 2022
მამაკაცებში უნაყოფობის მიზეზი შეიძლება იყოს სპერმის წარმოქნის შემცირება, ფუნქციის დარღვევა ან მისი განვითარების შეფერხება. მამაკაცებში უნაყოფობის რისკ-ფაქტორებია:

  • დაავადებები: ვარიკოცელე, ინფექცია (ეპიდიდიმიტი, ორქიტი), სქესობრივი გზით გადამდები ზოგიერთი დაავადება, მათ შორის გონორეა და აივ ინფექცია – შიდსი, შაქრიანი დიაბეტი, მამაკაცის რეპროდუქციული ორგანოების სიმსივნეები, სხივური თერაპია ან ქიმიოთერაპია.
  • ჰორმონალური დისბალანსი – ჰიპოთალამუსის, ჰიპოფიზის, ფარისებრი ჯირკვლის ან თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა.
  • ტრავმა: შარდის ბუშტის, პროსტატის ან ურეთრის ქირურგია.
  • საწარმოო: ზოგიერთი ინდუსტრიული ქიმიკატი, რადიაცია ან რენტგენის სხივები.
  • სათესლე ჯირკვლების გადახურება (მაგალითად: საუნა, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში სხეულთან ახლოს მდებარე ლეპტოპთან მუშაობა).
  • მედიკამენტები: ანაერობული სტეროიდების ხანგრძლივი გამოყენება, კოკაინი ან მარიხუანა.
  • ცხოვრების სტილი: ჭარბი ალკოჰოლი, თამბაქო, ემოციური სტრესი, სიმსუქნე.