ვიტილიგო
ვიტილიგო არის დაავადება, რომლის დროსაც კანში მელანოციტების რაოდენობა მცირდება, რის შედეგადაც კანზე ვითარდება დეპიგმენტირებული უბანი ან უბნები ( თეთრი უბანი). მსოფლიოში მოსახლეობის 0.5%-2% დაავადებულია ვიტილიგოთი.
ვიტილიგო შეიძლება გამოიწვიოს აუტოიმუნურმა პროცესებმა ორგანიზმში, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევებმა, როგორიცაა ჰიპერთირეოზი ან ჰიპოთირეოზი, კანზე მიღებულმა ტრავმებმა, მზისგან გამოწვეულმა კანის დამწვრობამ.
ვიტილიგოს ახასიათებს კანზე თეთრი უბნების გაჩენა. ყველაზე ხშირად ვიტილიგო ვითარდება სახეზე, ხელის თითებზე, იდაყვებზე, მუხლებზე, ასევე ხშირია მტევნის დორზალურ ნაწილზე (მტევნის ზედა ნაწილზე)
დეპიგმენტირებული უბნები ადამიანს უქმნის დისკომფორტს კოსმეტიკური თვალსაზრისით, დეპიგმენტურ უბნებში თმის ფერი ძირითადად თეთრია.
ვიტილიგოს დიაგნოსტირება ძირითადად ხდება ფიზიკალური გასინჯვით.