ზურაბ ქიტოშვილი – ახალი სატარიფო პოლიტიკის დროული ამოქმედების აუცილებლობაზე საუბრობს

21 აპრ, 2022

ჯანდაცვის სერვისების ფასწარმოქმნის უფრო სამართლიან სისტემაზე გადასვლის თაობაზე და სახელმწიფოს მხრიდან დაწყებული ინიციატივების შესახებ ისაუბრეს სექტორის წამყავნი კლინიკების მენეჯერებმა გადაცემა ბიზნესფორმულაში.

ჯეო ჰოსპიტალსის გენერალურმა დირექტორმა საკითხის კომენტირებისას აქცენტი დიარჯის სისტემაზე გააკეთა, რომელზეც მუშაობა სამინისტროს მხრიდან დაწყებულია და სავარაუდოდ მისი დანერგვა 4 ამ 5 თვეში იგეგმება.
,,გარდამავალ პერიოდში ინდუსტრიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სატარაფო პოლიტიკასთან დაკავშირებით დროული გადაწყვეტილების მიღება. სამინისტროს მხრიდან აქტიურად მიმდინარეობს დიარჯის თემაზე მუშაობა, ვფიქრობ ასეთი ჩამოყალიბებული სატარიფო პოლიტიკა საშუალებას მოგვცემს ყველა კლინიკა თანაბარ პირობებში ჩაგვაყენოს, პარალელურად ეს ნიშნავს იმას , რომ , დიარჯი ხარისხიანი ჯანდაცვის სერვისების სტიმულირების გარანტია“, -განაცხადა ,,ჯეო ჰოსპიტალსი“-ს გენერალურმა დირექტორმა ზურაბ ქიტოშვილმა გადაცემა ბიზნესფორმულაში.

წყარო:

https://rb.gy/pvha7o