დაავადებები

დაავადების აღწერა ფიბრომიალგია არის დაავადება, რომელიც ხასიათდება ორგანიზმში საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ფართოდ გავრცელებული ტკივილით და თან ახლავს დაღლილობა, ზილის, მეხსიერებისა და ხასიათის პრობლემები. მკვლევარებს მიაჩნიათ, რომ ფიბრომიალგია აძლიერებს მტკივნეულ შეგრძებებს თავის ტვინში აღქმული ტკივილის შეგრძნებების შეცვლის საშუალებით. სიმპტომები, ზოგიერთ შემთხვევაში, იწყება…

დაავადების აღწერა ფიბროზული დისპლაზია ძვლის იშვიათი დაავადებაა, რომლის დროსაც ნაწიბურისებრი(ფიბროზული) ქსოვილი ყალიბდება ნორმალური ძვლის ადგილას. ეს პროცესი ასუსტებს დაზიანებულ ძვალს და იწვევს მის დეფორმაციასა და მოტეხილობებს. უმეტეს შემთხვევაში, ფიბროზული დისპლაზია მხოლოდ ერთ ძვალს აზანებს. ეს ძვალი, როგორც წესი, არის თავის…

დაავადების აღწერა ფოკალური სეგმენტური გლომერულოსკლეროზი დაავადებაა, რომლის დროსაც ყალიბდება ნაწიბუროვანი ქსოვილი თირკმლის გარკვეულ სეგმენტებში (გლომერული), რომლებიც ნორმაში ფილტრავენ სისხლს ცხოველქმედების პროდუქტებისაგან. მკურნალობის გარეშე, პირველადი ფოკალური სეგმენტური გლომერულოსკლეროზი იწვევს თირკმლის უკმარისობას, რის შემდეგაც მკურნალობის მეთოდი დიალიზი ან თირკმლის გადანერგვაა. გამომწვევი მიზეზი…

დაავადების აღწერა ფებრილური გულყრა ვითარდება ბავშვებში კრუნჩხვის სახით და გამოწვეულია სხეულის ტემპერატურის სწრაფი ავარდნით, ხშირად ინფექციის გამო. ფებრილური გულყრა, მიუხედავად იმისა, რომ წუთების განმავლობაში გრძელდება, ძალიან საგანგაშო შეიძლება იყოს. ფებრილური გულყრა წარმოადგენს ბავშვის თავის ტვინის ერთადერთ პასუხს სიცხეზე, ძირითადად მაღალი…

დაავადების აღწერა ფონ ვილებრანდის დაავადება იწვევს გახანგრძლივებულ და ჭარბ სისხლდენებს. მდგომარეობა ყველაზე ხშირად მემკვიდრულია, მაგრამ იშვიათ შემთხვევებში ცხოვრების მოგვიანებით ეტაპებზეც ვითარდება. ფონ ვილებრანდის დაავადების მიზეზი ცილის, ფონ ვილებრანდის ფაქტორის დეფიციტია. ეს ცილა სისხლის შედედების პროცესის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ამის გამო, ფონ…

დაავადების აღწერა ფარისებრი ჯირკვლის კვანძი არის მკვრივი ან სითხის სავსე გამობერილობა ფარისებრი ჯირკვალში. ფარისებრი ჯირკვალი არის პატარა ჯირკვალი, რომელიც მდებარეობს ყელის ბუძაში, მკერდის ძვლის ზემოთ. ფარისებრი ჯირკვლის კვანძების უმეტესობა არაა სერიოზული და არ იწვევს ნიშნების და სიმპტომების გაჩენას. ფარისებრი ჯირკვლის…

დაავადების აღწერა ფეხის თითებზე სიარული ხშირია ბავშვებში, რომლებიც სიარულს სწავლობენ. ბავშვების უმეტესობას თავისით გადაეჩვევა ფეხის თითებზე სიარულს. ბავშვები, რომლებიც აგრძელებენ ფეხის თითებზე სიარულს, ამას უმეტესად ჩვევის გამო შვებიან. თუ თქვენ ბავშვი ნორმალურად იზრდება და ვითარდება, ფეხის თითებზე სიარული არ არის…

დაავადების აღწერა ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნე წარმოიქმნება ფარისებრ ჯირკვალში, რომელის არის პეპლის ფორმის ჯირკვალი და მდებარეობს ფარისებრი ხრტილის ქვეშ. ფარისებრი ჯირკვალი წარმოქმნის ჰორმონებს, რომლებიც არეგულირებენ გულისცემის სისწრაფეს, სისხლის წნევას, სხეულის ტემპერატურას და წონას. ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნე ხშირი არაა ა.შ.შ-ში, თუმცა შემთხვევათა…

დაავადების აღწერა ფსორიაზი კანის გავრცელებული დაავადებაა, რომლის დროსაც იცვლება კანის უჯრედების სიცოცხლის ციკლი. ფსორიაზი იწვევს უჯრედების დაგროვებას კანის ზედაპირზე. ზედმეტი უჯრედებით იქმნება სქელი, მოვერცხლისფრო ქერქები და წითელი ლაქები, რომელთაც ქავილი და ზოგჯერ ტკივილი ახასიათებთ. ფსორიაზი ქრონიკული, ხანგრძლივი დაავადებაა. ზოგჯერ, ფსორიაზის…

დაავადების აღწერა ფსორიაზული ართრიტი ართრიტის ერთ–ერთი ფორმაა, რომელიც ფსორიაზით დაავადებულ ადამიანებში გვხვდება. ფსორიაზი კანის დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს წითელი ლაქები, მოვერცხლისფრო ქერქით. პაციენტების უმრავლესობას ჯერ ფსორიაზი უვითარდება და შემდეგ ვლინდება ართრიტი. ზოგჯერ, სახსრების პრობლემები კანის დაზიანებაზე ადრე ჩნდება. სახსრების ტკივილი, გაშეშება…

დაავადების აღწერა ფილტვის არტერიის სარქველის ატრეზია გულის თანდაყოლილი დეფექტია, რომელიც ნორმაში სიცოცხლის პირველ საათებში დიაგნოსტირდება. ფილტვის არტერიის სარქველის ატრეზიის დროს, ის სარქველი, რომელიც გულიდან ფილტვში სისხლის გადასვლას უზრუნველყოფს, სწორად არ ვითარდება. სარქველის ნაცვლად, რომლის გაღება და დახურვა ასოცირდება სისხლის მიმოქცევასთან,…

დაავადების აღწერა ფილტვის შეშუპება მდგომარეობაა, რომელიც ხასიათდება ფილტვებში ჭარბი სითხის დაგროვებით. სითხე გროვდება ფილტვის მცირე ზომის ჰაეროვან ბუშტუკებში, რაც ართულებს სუნთქვას. უმეტეს შემთხვევებში, გულის პრობლემები ხდება ფილტვის შეშუპების მიზეზი. სითხე შესაძლოა სხვა მიზეზებითაც დაგროვდეს, როგორიცაა პნევმონია, ტოქსინებისა და მედიკამენტების მოხმარება,…