დაავადებები

დაავადების აღწერა ფოლიკულიტი კანის ხშირი დაავადებაა, რომლის დროსაც მიმდინარეობს თმის ფოლიკულების ანთება. მისი გამომწვევი მიზეზი, როგორც წესი, ბაქტერიული და სოკოვანი ინფექციაა. თავდაპირველ ეტაპებზე, დაზიანება გამოიყურება, როგორც მცირე ზომის წითელი ამობურცულობა ან თეთრთავიანი მუწუკი თმსი ფოლიკულის გარშემო. თმის ფოლიკულა მცირე ზომის…

დაავადების აღწერა ფუქსის დისტროფიის დროს ზიანდება რქოვანა– თვალის წინა, გამჭვირვალე ქსოვილი. ამ დაავადების დროს ვითარდება რქოვანას შესიება, რაც იწვევს დაბინდულ მხედველობასა და დისკომფორტს თვალში. ფუქსის დისტროფია ძირითადად ორივე თვალს აზიანებს და შესაძლოა გამოიწვიოს მხედველობის დაქვეითება რამდენიმე წელიწადშიც კი. პაციენტების უმრავლესობას…

დაავადების აღწერა ფიბროადენომა არის მყარი, კეთილთვისებიანი სიმსივნე სარძევე ჯირკვალში, რომელიც ყველაზე ხშირად მოზარდ გოგონებსა და 30 წლამდე ქალებში გვხვდება. ფიბროადენომა მყარი, გლუვი, რეზინისებრი მასაა, განსაზღვრული კიდეებით. ძირითადად, ფიბროადენომა არ იწვევს ტკივილს და ადვილად მოძრაობს შეხებისას. ფიბროადენომები განსხვავდება ზომით, შესაძლოა გაიზარდოს…

დაავადების აღწერა ფებრილური გულყრა ვითარდება ბავშვებში კრუნჩხვის სახით და გამოწვეულია სხეულის ტემპერატურის სწრაფი ავარდნით, ხშირად ინფექციის გამო. ფებრილური გულყრა, მიუხედავად იმისა, რომ წუთების განმავლობაში გრძელდება, ძალიან საგანგაშო შეიძლება იყოს. ფებრილური გულყრა წარმოადგენს ბავშვის თავის ტვინის ერთადერთ პასუხს სიცხეზე, ძირითადად მაღალი…

დაავადების აღწერა ფონ ვილებრანდის დაავადება იწვევს გახანგრძლივებულ და ჭარბ სისხლდენებს. მდგომარეობა ყველაზე ხშირად მემკვიდრულია, მაგრამ იშვიათ შემთხვევებში ცხოვრების მოგვიანებით ეტაპებზეც ვითარდება. ფონ ვილებრანდის დაავადების მიზეზი ცილის, ფონ ვილებრანდის ფაქტორის დეფიციტია. ეს ცილა სისხლის შედედების პროცესის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ამის გამო, ფონ…

დაავადების აღწერა ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნე წარმოიქმნება ფარისებრ ჯირკვალში, რომელის არის პეპლის ფორმის ჯირკვალი და მდებარეობს ფარისებრი ხრტილის ქვეშ. ფარისებრი ჯირკვალი წარმოქმნის ჰორმონებს, რომლებიც არეგულირებენ გულისცემის სისწრაფეს, სისხლის წნევას, სხეულის ტემპერატურას და წონას. ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნე ხშირი არაა ა.შ.შ-ში, თუმცა შემთხვევათა…

დაავადების აღწერა ფარისებრი ჯირკვლის კვანძი არის მკვრივი ან სითხის სავსე გამობერილობა ფარისებრი ჯირკვალში. ფარისებრი ჯირკვალი არის პატარა ჯირკვალი, რომელიც მდებარეობს ყელის ბუძაში, მკერდის ძვლის ზემოთ. ფარისებრი ჯირკვლის კვანძების უმეტესობა არაა სერიოზული და არ იწვევს ნიშნების და სიმპტომების გაჩენას. ფარისებრი ჯირკვლის…

დაავადების აღწერა ფეხის თითებზე სიარული ხშირია ბავშვებში, რომლებიც სიარულს სწავლობენ. ბავშვების უმეტესობას თავისით გადაეჩვევა ფეხის თითებზე სიარულს. ბავშვები, რომლებიც აგრძელებენ ფეხის თითებზე სიარულს, ამას უმეტესად ჩვევის გამო შვებიან. თუ თქვენ ბავშვი ნორმალურად იზრდება და ვითარდება, ფეხის თითებზე სიარული არ არის…

დაავადების აღწერა ფილტვის არტერიის სარქველის ატრეზია გულის თანდაყოლილი დეფექტია, რომელიც ნორმაში სიცოცხლის პირველ საათებში დიაგნოსტირდება. ფილტვის არტერიის სარქველის ატრეზიის დროს, ის სარქველი, რომელიც გულიდან ფილტვში სისხლის გადასვლას უზრუნველყოფს, სწორად არ ვითარდება. სარქველის ნაცვლად, რომლის გაღება და დახურვა ასოცირდება სისხლის მიმოქცევასთან,…

დაავადების აღწერა ფილტვის შეშუპება მდგომარეობაა, რომელიც ხასიათდება ფილტვებში ჭარბი სითხის დაგროვებით. სითხე გროვდება ფილტვის მცირე ზომის ჰაეროვან ბუშტუკებში, რაც ართულებს სუნთქვას. უმეტეს შემთხვევებში, გულის პრობლემები ხდება ფილტვის შეშუპების მიზეზი. სითხე შესაძლოა სხვა მიზეზებითაც დაგროვდეს, როგორიცაა პნევმონია, ტოქსინებისა და მედიკამენტების მოხმარება,…

დაავადების აღწერა ფილტვის ფიბროზი ვითარდება მაშინ, როდესაც ფილტვის ქსოვილი ზიანდება და ნაწიბუროვანდება. ეს შესქელებული და გამაგრებული ქსოვილი ართულებს ფილტვის ნორმალურ ფუნქციონირებას. ფილტვის ფიბროზის გაუარესების შედეგად პაციენტს სულ უფრო მეტად უჭირს სუნთქვა. ფილტვის ფიბროზთან დაკავშირებულ დანაწიბუროვანებას ბევრი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. თუმცა…

დაავადების აღწერა ფილტვის სარქვლის დაავადება წარმოადგენს ფილტვის სარქვლის ნებისმიერ პრობლემას, რასც იწვევს სისხლის ნორმალური დინების მოშლას გულიდან ფილტვის მიმართულებით. ფილტვის სარქვლის დაავადება წარმოადგენს მჟონავ სარქველს(ფილტვის სარქვლის რეგურგიტაცია) ან სარქვლის შევიწროებას( ფილტვის სარქვლის სტენოზი) მკურნალობა დამოკიდებულია ფილტვის სარქვლის დაავადების ფორმაზე და…