დაავადებები

დაავადების აღწერა დემენცია არ არის ცალკეული დაავადება. დემენცია სიმპტომთა ჯგუფია, რომელიც აზიანებს მეხსიერებას, ფიქრის უნარს, სოციალურ უნარებს, იმდენად მძიმედ, რომ ადამიანს უჭირს ყოველდღიურად ფუნქციონირება. დემენცია მიანიშნებს თავის ტვინის მინიმუმ ორი ფუნქციის მოშლაზე მაინც. ესენია მეხსიერების უნარი, არასწორი აღქმა ან მეტყველება…

დაავადების აღწერა დე კერვენის ტენოსინოვიტი მტკივნეული დაავადებაა, რომელიც ეხება მაჯის ცერა თითის მხარეს მდებარე მყესებს. თუ გაქვთ დე კერვენის ტენოსინოვიტი, ტკივილი შეგაწუხებთ მაჯის მოძრაობის ნებისმიერ ჯერზე, ნივთის დაჭერის ან მუშტის შეკვრის დროს. დე კერვენის ტენოსინოვიტის ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია, მაგრამ…

დაავადების აღწერა ქერტლი ხშირი, ქრონიკული პრობლემაა, რომელიც ხასიათდება სკალპის კანის აქერცვლით. ქერტლი არ არის გადამდები და იშვიათად წარმოადგენს სერიოზულ პრობლემას, თუმცა ვიზუალურად არასასიამოვნო და ზოგჯერ რთული სამკურნალოა. ქერტლი ძირითადად ემორჩილება კონტროლს. ქერტლის მსუბუქ შემთხვევებს მხოლოდ ყოველდღიური დაბანა და რბილი გამწმენდი…

დაავადების აღწერა ზღვაში ცურვის ან ყვინთვის დროს, მედუზებთან შეხება საკმაოდ ხშირი მოვლენაა, შესაბამისად ხშირია დასუსხვის შემთხვევებიც. მედუზის გრძელი საცეცები შეიცავენ ათასობით მიკროსკოპულ წვერს, რომლებიდანაც შხამი გამოდის. მედუზას დასუსხვა სხვადასხვა სიძლიერის შეიძლება იყოს. უმეტესად, ვლინება უცაბედი ტკივილი და შეწითლებული, გაღიზიანებული ლაქები…

დაავადების აღწერა იუვენილური რევმატოიდული ართრიტი, ანუ იუვენილური იდიოპათიური ართრიტი, 17 წლამდე ბავშვებში ყველაზე გავრცელებული ართრიტია. ეს დაავადება იწვევს ხანგრძლივ შესიებას სახსრებში, ტკივილსა და გაშეშებას. ზოგიერთ ბავშვს სიმპტომები მხოლოდ რამდენიმე თვის განმავლობაში აქვს, ზოგს კი მთელი ცხოვრების მანძილზე. იუვენილური რევმატოიდული ართრიტის…

დაავადების აღწერა ფიბრომიალგია გავრცელებული ძვალ–კუნთოვანი ტკივილით მიმდინარე დაავადებაა, რომელსაც თან ახლავს დაღლილობა, ძილის და განწყობის პრობლემები. მკვლევარები ფიქრობენ, რომ ფიბრომიალგია ტკივილს თავის ტვინის მიერ ტკივილის აღქმის შეცვლის გზით იწვევს. ფიბრომიალგია ხშირად მოზრდილთა მდგომარეობად მიიჩნევა. თუმცა, ფიბრომიალგია ასევე არსებობს ბავშვებსა და…

დაავადების აღწერა რკინადეფიციტური ანემია ანემიის ხშირი ფორმაა. ანემია არის მდგომარეობა, როდესაც სისხლში არასაკმარისი რაოდენობით ჯანმრთელი წითელი უჯრედებია (ერითროციტები). ერითროციტებს მიაქვთ ჟანგბადი ორგანიზმის ქსოვილებში. როგორც სახელიდან ვხვდებით, რკინადეფიციტური ანემიის დროს არის რკინის დეფიციტი. რკინის გარეშე ორგანიზმი ვერ წარმოქმნის საკმარისი რაოდენობით ნაერთს,…

დაავადების აღწერა კავასაკის დაავადება ანთებითი მდგომარეობაა, რომელშიც ჩართულია საშუალო დიამეტრის არტერიები მთელ ორგანიზმში, კორონარული არტერიების (გულის მომმარაგებელი სისხლძარღვები) ჩათვლით. კავასაკის დაავადებას ასევე კანისა და ლორწოვანის ლიმფური კვანძების სინდრომსაც უწოდებენ, რადგან იგი ლიმფურ კვანძებს, კანსა და ლორწოვან გარსებს აზიანებს პირის ღრუში,…

დაავადების აღწერა საზარდულის არეს სოკოვანი ინფექცია აზიანებს გენიტალიების, საზარდულისა და დუნდულოს კანს. ინფექცია იწვევს ქავილს, წითელ, ხშირად ბეჭდის ფორმის გამონაყარს, კანის თბილ, ნოტიო ადგილებში. საზარდულის არეს სოკოვანი ინფექცია ცნობილია “ათლეტის ქავილის” სახელით, რადგან ეს მდგომარეობა ხშირია ათლეტებში, რომლებიც ვარჯიშობენ და…

დაავადების აღწერა თუ ადამიანი შორეული მგზავრობისას სწრაფად გადაკვეთს დროის რამდენიმე ზონას (სასაათო სარტყელს), შესაძლოა განვითარდეს ძილის დროებითი დარღვევა. ეს დარღვევა გამოწვეულია სხეულის შინაგანი ბიოლოგიური საათისა და ცირკადული რითმების მოშლით, რომლებიც ნორმაში ორგანიზმს კარნახობენ, როდისაა ძილის დრო და როდის არა. შორეული…

დაავადების აღწერა ლანგერჰანსის კუნძულების კიბო (პანკრეასი) აერთიანებს ავთვისებიან სიმსივნეთა ჯგუფს, რომლებიც პანკრეასის ჰორმონის წარმომქმნელ ქსოვილში ვითარდება. ამ ტიპის კიბოს პანკრეასის ნეიროენდოკრინულ კიბოსაც უწოდებენ და ისინი საკმაოდ იშვიათად გვხვდება. ლანგერჰანსის კუნძულებში მდებარეობს ჰორმონის წარმომქმნელი უჯრედები. კიბო სწორედ ამ უჯრედებიდან ყალიბდება. ზოგჯერ,…

დაავადების აღწერა ინვაზიური წილაკოვანი კარცინომა არის ძუძუს კიბოს ერთერთი ფორმა, რომელიც იწყება მკერდის რძის წარმომქნელ ჯირკვლებში (წილაკებში). ინვაზიური კიბო ნიშნავს იმას, რომ სიმსივნური უჯრედები გამოვიდნენ თავდაპირველი წილაკიდან და აქვთ უნარი გავრცელდნენ ლიმფურ კვანძებში და სხეულის სხვა ნაწილებში. ინვაზიური წილაკოვანი კარცინომა…