დაავადებები

დაავადების აღწერა ზღვაში ცურვის ან ყვინთვის დროს, მედუზებთან შეხება საკმაოდ ხშირი მოვლენაა, შესაბამისად ხშირია დასუსხვის შემთხვევებიც. მედუზის გრძელი საცეცები შეიცავენ ათასობით მიკროსკოპულ წვერს, რომლებიდანაც შხამი გამოდის. მედუზას დასუსხვა სხვადასხვა სიძლიერის შეიძლება იყოს. უმეტესად, ვლინება უცაბედი ტკივილი და შეწითლებული, გაღიზიანებული ლაქები…

დაავადების აღწერა საზარდულის არეს სოკოვანი ინფექცია აზიანებს გენიტალიების, საზარდულისა და დუნდულოს კანს. ინფექცია იწვევს ქავილს, წითელ, ხშირად ბეჭდის ფორმის გამონაყარს, კანის თბილ, ნოტიო ადგილებში. საზარდულის არეს სოკოვანი ინფექცია ცნობილია “ათლეტის ქავილის” სახელით, რადგან ეს მდგომარეობა ხშირია ათლეტებში, რომლებიც ვარჯიშობენ და…

დაავადების აღწერა უძილობა არის ხანგრძლივი დარღვევა, რომელიც ძილის საშუალებისდა მიუხედავად შეუძლებელს ხდის დაძინებას ან ჩაძინების შემდეგ ძილს. უძილობის დროს თქვენ გამოუძინებელი იღვიძებთ, რაც ირეკლება თქვენს საქმიანობაზე დღის განმავლობაში. უძილობამ შეიძლება იმოქმედეს როგორც თქვენს განწყობაზე და ენერგიის დონეზე, აგრეთვე თქვენს ჯანმრთელობაზე,…

დაავადების აღწერა იუვენილური რევმატოიდული ართრიტი, ანუ იუვენილური იდიოპათიური ართრიტი, 17 წლამდე ბავშვებში ყველაზე გავრცელებული ართრიტია. ეს დაავადება იწვევს ხანგრძლივ შესიებას სახსრებში, ტკივილსა და გაშეშებას. ზოგიერთ ბავშვს სიმპტომები მხოლოდ რამდენიმე თვის განმავლობაში აქვს, ზოგს კი მთელი ცხოვრების მანძილზე. იუვენილური რევმატოიდული ართრიტის…

დაავადების აღწერა ფიბრომიალგია გავრცელებული ძვალ–კუნთოვანი ტკივილით მიმდინარე დაავადებაა, რომელსაც თან ახლავს დაღლილობა, ძილის და განწყობის პრობლემები. მკვლევარები ფიქრობენ, რომ ფიბრომიალგია ტკივილს თავის ტვინის მიერ ტკივილის აღქმის შეცვლის გზით იწვევს. ფიბრომიალგია ხშირად მოზრდილთა მდგომარეობად მიიჩნევა. თუმცა, ფიბრომიალგია ასევე არსებობს ბავშვებსა და…

დაავადების აღწერა კერატოკონუსი ეწოდება რქოვანას დეფორმაციას, რომლის დროსაც თვალის გარეთა, გამჭვირვალე, თაღისებრი გარსი თხელდება, გამოიბერება და იღებს კონუსის ფორმას. კონუსის ფორმის რქოვანა იწვევს მხედველობის დაბინდვას და სინათლეზე მგრძნობელობის მომატებას. კერატოკონუსი უმეტესად ორივე თვალს ეხება და ხშირია 10–25 წლის ადამიანებში. მდგომარეობა…

დაავადების აღწერა თანდაყოლილი მეტაბოლური დარღვევები მოიცავს სხვადასხვა სამედიცინო მდგომარეობებს, რომლებიც გამოწვეულია გენეტიკური ფაქტორებით (ხშირად ორივე მშობლისგან მიღებული), რომლებიც ხელს უშლიან ორგანიზმის მეტაბოლიზმს. ამ მდგომარეობებს აგრეთვე უწოდებენ მეტაბოლიზმის დარღვევებს. მეტაბოლიზმი არის ქიმიური რეაქციების რთული ჯგუფი, რომელსაც ორგანიზმი იყენებს სიცოცხლის შესანარჩუნებლად და…

დაავადების აღწერა ლანგერჰანსის კუნძულების კიბო (პანკრეასი) აერთიანებს ავთვისებიან სიმსივნეთა ჯგუფს, რომლებიც პანკრეასის ჰორმონის წარმომქმნელ ქსოვილში ვითარდება. ამ ტიპის კიბოს პანკრეასის ნეიროენდოკრინულ კიბოსაც უწოდებენ და ისინი საკმაოდ იშვიათად გვხვდება. ლანგერჰანსის კუნძულებში მდებარეობს ჰორმონის წარმომქმნელი უჯრედები. კიბო სწორედ ამ უჯრედებიდან ყალიბდება. ზოგჯერ,…

დაავადების აღწერა პილარული კერატოზი კანის ხშირი დაავადებაა, რომელიც იწვევს უხეში, მცირე ზომის, აკნესმაგვარ გამობურცულობებსა და ლაქებს კანზე, ძირითადად მკლავებზე, ფეხებზე, დუნდულებსა და ლოყებზე. პილარული კერატოზის გამონაყარი ზოგჯერ თეთრი ან წითელია მაგრამ იშვიათადაა მტკივნეული ან ახლავს ქავილი. პილარული კერატოზის მკურნალობა რთულია…

დაავადების აღწერა კუშინგის სინდრომი ვითარდება, როცა ორგანიზმში ცირკულირებს ჰორმონი კორტიზოლის მოჭარბებული რაოდენობა, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. სინდომის (ჰიპერკორტიზოლიზმი) ყველაზე ხშირი მიზეზი ორალურად მიღებული კორტიკოსტეროიდული მედიკამენტებია. მდგომარეობა ასევე შესაძლოა იყოს ორგანიზმის მიერ ჭარბი კორტიზოლის სინთეზით გამოწვეული. ჭარბი კორტიზოლი იწვევს სინდრომისათვის დამახასიათებელ სიმპტომებს–…

დაავადების აღწერა ინფექცია კრიპტოსპორიდიუმით (კრიპტოსპორიდიოზი) ავადმყოფობაა, რომელსაც მცირე ზომის პარაზიტი იწვევს. როცა კრიპტოსპორიდია შეაღწევს ორგანიზმში, პარაზიტები მიდიან წვრილ ნაწლავში და გროვდებიან კედლებში. მოგვიანებით, კრიპტოსპორიდია გარემოში გამოიყოფა დეფეკაციასთან ერთად. ჯანმრთელ ადამიანებში, ინფექცია იწვევს ფაღარათს და თავად გაივლის 1–2 კვირაში. თუ გაქვთ…

დაავადების აღწერა კრეიცფელდტ–იაკობის დაავადება თავის ტვინის დეგენერაციული ავადმყოფობაა, რომელიც იწვევს დემენციასა და სიკვდილს. დაავადების სიმპტომები ზოგჯერ წააგავს დემენციის მაგვარ დარღვევებს (ალცაიმერის დაავადება), მაგრამ კეიცფელდტ–იაკობის ავადმყოფობა ბევრად უფრო სწრაფად ვითარდება და პროგრესირებს. კრეიცფელდტ–იაკობის დაავადებამ პირველად ყურადღება 1990–იან წლებში მიიპყრო, როსედაც დიდ…