დაავადებები

დაავადების აღწერა გახანგრძლივებული QT ინტერვალის სინდრომი გულის რითმის დარღვევაა, რომელიც პოტენციურად იწვევს სწრაფ, ქაოსურ გულისცემას. ეს სწრაფი რითმი ზოგჯერ ხდება გონების დაკარგვის ან გულყრების მიზეზი. ზოგიერთ შემთხვევაში, გული იწყებს ქაოსურად ფეთქვას ხანგრძლივი დროის განმავლობაში და დგება უცაბედი სიკვდილი. ადამიანი შესაძლოა…

დაავადების აღწერა ლევის სხეულოვანი დემენცია არის ალცჰაიმერის დაავადების შემდეგ, ყველაზე გავრცელებული პროგრესიული დემენცია. იგი იწვევს მენტალური შესაძლებლობების თანდათანობით დაქვეითებას. დაავადებამ შესაძლოა გამოიწვიოს მხედველობითი ჰალუცინაციებიც, რომლის დროსაც ადამიანი ხედავს ნივთებს, სხვა ადამიანებს ან ცხოველებს, რომლებიც იქ არ არიან. ჰალუცინაცია იწვევს უცნაურ…

დაავადების აღწერა ლიმიტირებული სკლეროდერმა, იგივე CREST სინდრომი, სკლეროდერმის (“გასქელებული კანი”) ერთ–ერთი ფორმაა. კანის ცვლილებები, რომლებიც CREST სინდრომს უკავშირდება, ხშირია ხელებზე, ფეხებზე და ზოგჯერ სახესა და ხახაში. CREST სინდრომი ზოგჯერ მომნელებელ სისტემასაც აზიანებს. ლიმიტირებული სკლეროდერმის მიერ გამოწვეული პრობლემები შესაძლოა უმნიშვნელო იყოს,…

დაავადების აღწერა ლიპოსარკომა კიბოს იშვიათი ტიპია, რომელიც იწყება ცხიმოვანი უჯრედებიდან. ლიპოსაკრომა შედის რბილი ქსოვილების სარკომების ჯგუფში. ლიპოსარკომა იწყება ცხიმოვან უჯრედებში, სხეულის ნებისმიერ ნაწილში, უფრო ხშირად კიდურების კუნთებსა და მუცელში. ლიპოსარკომა ხშირია მოზრდილებში, თუმცა ნებისმიერ ასაკში შეიძლება განვითარდეს. ლიპოსარკომის მკურნალობა მოიცავს…

დაავადების აღწერა კანის სიმშრალე, როგორც წესი, არ არის მნიშვნელოვანი, თუმცა შეიძლება იყოს არაკომფორტული და შეუხედავი როდესაც წარმოიქმნება წვრილი ზოლები და ნაოჭები. 
   
 არსებობს კანის სიმშრალის თანდაყოლილი დაავადებების ჯგუფი, რომელსაც იხტიოზს უწოდებენ. იხტიოზმა შესაძლოა კანის ძლიერი დამახინჯება გამოიწვიოს. საბედნიეროდ,…

დაავადების აღწერა წამლებზე ალერგია გულისხმობს მედიკამენტებზე ორგანიზმის იმუნური სისტემის არასწორ რეაქციას. ნებისმიერი მედიკამენტი- ურეცეპტოდ გაცემული, მხოლოდ რეცეპტით გაცემული თუ მცენარეული – შესაძლოა გახდეს ალერგიის მიზეზი. წამლებზე ალერგიის ყველაზე ხშირი ნიშნებია გამონაყარი და ცხელება. ალერგიამ შესაძლოა უფრო მძიმე სიმპტომებიც გამოიწვიოს, როგორიცაა…

დაავადების აღწერა სკლეროზული ლიქენი იშვიათი დაავადებაა, რომელიც იწვევს ლაქოვან, თეთრ გამონაყარს კანზე, ასევე კანის გათხელებას. სკლეროზული ლიქენი სხეულის ნებისმიერ ნაწილზე შეიძლება გაჩნდეს, მაგრამ უფრო ხშირია ვულვის, პენისის თავის და ანუსის გარშემო. სკლეროზული ლიქენი ნებისმიერ ადამიანს შეიძლება განუვითარდეს, მაგრამ პოსტმენოპაუზური ასაკის…

დაავადების აღწერა ტუჩის კიბო ვითარდება ტუჩზე და მიმდებარე კანზე. ტუჩის კიბო შეიძლება გაჩნდეს ქვედა ან ზედა ტუჩზე, თუმცა უფრო ხშირია ქვედა ტუჩზე. ტუჩის კიბო შედის პირის ღრუს (ორალურ) კიბოთა ჯგუფში. ტუჩის კიბოს მკურნალობა ძირითადად შემოიფარგლება ქირურგიული ჩარევითა და მოშორებით. მცირე…

დაავადების აღწერა ლიპომა ნელა მზარდი, ცხიმოვანი ამობურცულობაა, რომელიც ყველაზე ხშირად კანსა და კუნთის შრეს შორის მდებარეობს. ლიპომა შეხებისას რბილია, უმეტესად მტკივნეული არ არის, მარტივად მოძრაობს შეხებისას. ლიპომა ხშირია შუა ხნის ასაკში. ზოგიერთ პაციენტს ერთზე მეტი ლიპომაც აქვს. ლიპომა არ არის…

დაავადების აღწერა მანათობელი ლიქენი კანის იშვიათი მდგომარეობაა, რომლის დროსაც ჩნდება მცირე ზომის, კანისფერი, მანათობელი ზედაპირიანი შესიებები კანზე. მდგომარეობას იწვევს კანის პათოლოგიური ანთებითი აქტივობა, ხოლო ანთების გამომწვევი მიზეზი უცნობია. მანათობელი ლიქენი ნებისმიერ ადამიანს შეიძლება დაემართოს, მაგრამ ტიპიურად ბავშვებში და მოზარდებში ვითარდება.…

დაავადების აღწერა ტილები მცირე ზომის, უფრთო, პარაზიტული მწერებია, რომლებიც სისხლით იკვებებიან. ტილები მარტივად ვრცელდება, განსაკუთრებით სკოლებში– პერსონალური კონტაქტითა და ნივთების გაზიარებით. არსებობს ტილების რამდენიმე ტიპი: 
 
 თავის ტილები. ეს ტილები ბინადრობენ სკალპზე. მათი დანახვა შესაძლებელია როგორც კისრის დასაწყისში, ასევე…

დაავადების აღწერა ლეიკოპლაკია ეწოდება ღრძილებზე, ლოყის შიდა ზედაპირზე, პირის ღრუში და ზოგჯერ ენაზე, გასქელებული,თეთრი ლაქების გაჩენას. ეს ლაქები შესაძლოა ფიზიკური ზეწოლით აიქერცლოს და მოძვრეს. ექიმებმა ზუსტად არ იციან, რა იწვევს ლეიკოპლაკიას, მაგრამ თამბაქო– სიგარეტის, საღეჭი რეზინის ან სხვ. სახით, მიიჩნევა…